პოლიციამ აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაში მონაწილე მძღოლი დააკავა
საპატრულო პოლიციის გამომძიებლებმა 22 მარტს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
ავარიას 9 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. ის გაჩერებაზე დედასთან ერთად იდგა, როდესაც მათ BMW-ს მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი მძიმე დაზიანებებით დღემდე საავადმყოფოშია.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თითქოს 11 წლის იყო.
საპატრულო პოლიციამ 1994 წელს დაბადებული მოქალაქე ბრალდებულის სახით, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება მიმდინარეობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით).

Комментариев нет: