იტალიური სოფელი ნებისმიერ ახალ მაცხოვრებელს 2000 ევროს გადაუხდის


იტალიური სოფლის ბორმიდას მერის გნაცხადებით, ნებისმიერ ადამიანი რომელიც ბორმიდაში საცხოვრებლად გადავა, 2000 ევროს მიიღებს. 
სოფელში სულ  400-მდე ადამიანი ცხოვრობს.  სამუშაო ადგილების არ არსებობის გამო, ადგილობრივების დიდმა მაწილმა სოფელი დატოვა.  სოფელში მხოლოდ 4 რესტორანი და ერთი ეკლესიაა. 
სოფელი ბორმიდა ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, ლიგურიას მთიან რეგიონში მდებარეობს.
ბორმიდას მერი დანიელ გალიანო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. გალიანოს განცხადებით იმისთვის, რომ სოფელი არ დაიცალოს მოსახლეობისგან, ნებისმიერ ადამიანს რომელიც საცხოვრებლად ბორმიდაში გადავა 2000 ევროს გადაუხდის. განცხადებას ათეულობით ადამიანი გამოეხმაურა. მსურველები აშშ-დან, დანიიდან, ინდოეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან და ინდონეზიიდან გამოჩნდნენ.
ადგილობრივი რესტორნის მფლობელმა სოფლის პოტენციური მცხოვრებლები გააფრთხილა, რომ სოფელში არანაირი გართობის საშუალება არ არის და თავიც თავად უნდა გაირთონ, მაგრამ არის ტყეები, ეკლესია და ბევრი გემრიელი საკვები.
სოფელი მაღალ მთიან რეგიონში მდებარეობს და ამავდროულად არ არის შორს ზღვისგან

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.