Google-ის კონკურსში საქართველოს გუნდმა მეორე ადგილი დაიკავა
Google-ის შეჯიბრზე Hashcode, პროგრამისტების გუნდმა საქართველოდან, სახელად All In მეორე ადგილი დაიკავა. გუნდის წევრები ნიკა ჯიმშელეიშვილი, გიორგი საღინაძე, ირაკლი მერაბიშვილი და აკაკი მამაგეიშვილი არიან.
ამის შესახებ Facebook-ის გვერდზე ზაზა გამეზარდაშვილი წერს და ამბობს, რომ ამ წარმატების შემდეგ, ისინი პირველ აპრილს, პარიზში დასკვნით ტურში მიიღებენ მონაწილეობას.
Комментариев нет: