მართვის მოწმობის აღების მსურველებს არ ეცოდინებათ ქუჩები, სადაც პრაქტიკული გამოცდა ჩატარდება

მართვის მოწმობის აღების მსურველებს არ ეცოდინებათ ქუჩები, სადაც პრაქტიკული გამოცდა ჩატარდებამართვის მოწმობის აღების მსურველთათვის უცნობი იქნება ის ქუჩები, სადაც პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება მოუწევთ. ამის შესახებ ინფორმაციას ipnავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, ბუბა ლომუაშვილის თქმით, ქუჩები წინასწარ არ გასაჯაროვდება, რათა "დაზეპირების პრაქტიკა არ გვქონდეს".

"ჩვენ უკვე ჩავატარეთ ძალზედ რთული სამუშაოები, მათ შორის, ვნახეთ მსოფლიოში გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკები, თუმცა არ მოგვიხდენია კოპირება და გამოცდის ამ პრაქტიკული კომპონენტის ჩვენს პირობებში პირდაპირ გადმოტანა. ვეყრდნობით რა იმ გამოწვევებს, რასაც ჩვენ ვაწყდებით, ეს ჩვენებურად დავამუშავეთ, ავარჩიეთ შესაბამისი ქუჩები, როგორც თბილისში, ისე რუსთავში, თუმცა იმისთვის, რომ არ გვქონდეს დაზეპირების პრაქტიკა, არ არის გამორიცხული, პირმა არც იცოდეს, რომელ ქუჩაზე ჩააბარებს გამოცდას", - განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა.

წყარო

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.