ნინო ჭელიძე: “ძირს 90/60/90 სტანდარტები” – “მის დეკოლტე” უკრაინული რეალითი შოუს კასტინგის ოფიციალური მონაწილე გახდა


უკრაინულ ტელეარხზე 1+1 გადის რეალითი შოუ მოდელ XL, სადაც კონკურსი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მონაწილეებიდან არჩევენ 10 საუკეთესო მონაწილეს. სწორედ, ამ შოუში მონაწილეობა გადაწყვიტა “მის მკერდის” მონაწილემ “მის დეკოლტე” ნინო ჭელიძემ. როგორც ნინო ჭელიძე სოციალურ ქსელშო წერს დღეიდან ოფიციალურად არის 1+1 რეალითი შოუს კასტინგის მონაწილე,როგორც “ფუმფულიკო” მოდელი.
“დღეიდან უკვე ოფიციალურად ვარ უკრაინული არხის 1+1 რეალითი შოუს კასტინგის მონაწილე როგორც ფუმფულიკო მოდელი. რამდენიმე ტურის გადალახვაა საჭირო მსოფლიოდან შერჩეულ 10-ეულში მოსახვედრად” – წერს ნინო ჭელიძე.
რატომ მიიღო კონკურსში მონაწილეობა და კიდევ რა ეტაპები უნდა გაიაროს ამის შესახებ თავად “მის დეკოლტე” გვესაუბრება.
– ნინო რატომ მიიღეთ კონკურსში მონაწილეობა?
– კონკურსში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ ეს კონკურსი ახლოსაა ჩემს მოსაზრებებთან
ძირს 90/60/90 სტანდარტები. ყველა ქალი ლამაზია საკუთარი გარეგნული მონაცემებით.
გარდა ამისა, უკრაინაში სხვადასხვა ტიპის შოუებში ქართველები წარმატებას აღწევენ, დროა სხვა შოუებითაც დავიპყროთ ქართველებმა უკრაინა. მე ვიქნები თუ კიდე სხვა ქართველი მონაწილე არა აქვს მნიშვნელობა, ამ კონკურსის ფინალში აუცილებლად უნდა მოხვდეს გემრიელი ფორმების ქართველი გოგონა.
– რა არის კონკურსის მოთხოვნები?
– მთავარი მოთხოვნაა სხეულის ბუნებრივი მონაცემები, არანაირი სამოდელო სტანდარტი, არანაირი ფორმები და პარამერტები. უნდა იყო ისეთი როგორიც ხარ, ფუმფულა და გემრიელი.
ჩვენ ქვეყნიდან წელს პირველად შეირჩევა მონაწილე Model PLUS SIZE Georgia არის ამ კონკურსის სუპერვაიზერი საქართველოში და ჩვენი ქვეყნიდან წელს პირველად შეირჩევა მონაწილე. მე მაქვს საიზ + მოდელის მონაცემები და უნდა ვცადო ჩემი შანსები,
ჩემი მონაცემები რამდენიმე დღის წინ გავაგზავნე , ვიზუალის გარდა პროდაქშენს აინტერესებს ვთქვათ, რა ოცნებები მაქვს, მოტივაციები, რა განათლება მაქვს მიღებული, ისიც კი აინტერესებდათ ტატუ ან სვირინგი თუ მქონდა და თმა რა სიგრძე მაქვს, მოკლედ ყველა დეტალი. დღეს მე მივიღე ოფიციალური წერილი პროდაქშენისგან რომ ვარ მონაწილე.
– კონკურსის შემდეგ ეტაპზე რას გვეტყვით და როდის დაიწყება კასტინგები?
– შემდეგი ეტაპები იქნება პროდაქშენთან გასაუბრება. კასტინგები დაიწყება მაისის ბოლოდან.
– რა მოლოდინები გაქვს?
– მოლოდინებზე ვერაფერს გეტყვი, მთლიანად უკრაინული მხარე ატარებს. საკმაოდ რთული კასტინგები იქნება, რადგანაც მსოფლიოში 10 საუკეთესო მონაწილე უნდა შეარჩიონ.
თეონა აბესაძე

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.