პოლიციამ ორი დღის წინ ზუგდიდში დაკარგული მოზარდი იპოვა

პოლიციამ ზუგდიდში გაუჩინარებული 13 წლის ლუკა იპოვა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ლუკა სახლიდან გუშინ დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა. პოლიციამ მისი ძებნა გუშინვე დაიწყო და დღეს სულ ცოტა ხნის წინ ზუგდიდში იპოვა. სამართალდამცველების ცნობით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს და ის უკვე ოჯახთანაა. მშობლები მას ამ დრომდე ეძებდნენ.

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.