რატომ ყიდულობენ გერმანელები "ლადა-ნივას"?



ცოტა უცნაურიც შეგიძლია მოგეჩვენოთ ჩვენი გადასახედიდან.ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო ბაზარზე ავტომობილების წარმოებაში რატომ უნდა ყიდულობდეს რუსულ Lada-ს?

არიქა გერმანელები თავპირს ამტვრევენ ერთმანეთს "ლადა-ნივას" შეძენაშიო, რა თქმა უნდა ტყუილი იქნება, თუმცა ფაქტი სახეზეა:გერმანიის საავტომობილი ფედერალური სამმართველოს (KBA)მონაცემებით, Lada Granta და Lada 4x4 (Niva, Taiga)გაყიდვების რაოდენობით ასწრებს Infiniti QX30-ს, Subaru Impreza-ს, Lexus IS, Cadillac Escalade-ს და Bentley Bentayga-საც კი.


მაინც ვინ ყიდულობს მას იქ გერმანიაში?თავში უცებ ამოგიტივტება ხეპრე უხეში რუსის "ვანია", რომელიც 90-იან წლებში გერმანიაში ემიგრაციაში წავიდა და მოეძალა ნოსტალგია, როგორც ეს Lada-Niva-ს შვედურ სარეკლამო რგოლშია.



თუმცა სინამდვილეში გერმანიაში "ლადას" ყიდულობენ არა ყოფილი საბჭოთა ემიგრანტები, არამედ ადგილობრივი გერმანელი მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიის და სოციალური წარმომავლობის.მაინც რა იზიდავთ გერმანელებს Lada-Niva-ში?


რიოპერ გეშე(ბიზნესმენი, ჰამბურგი)-"ერთხელ ცხენის გადაყვანა მინდოდა, ზამთარი იყო და ბევრი თოვლი მოვიდა, მჭირდებოდა ავტომობილი, რომელიც ასეთ წინაღობას გაუმკლავდებოდა, ყველა მეგობარმა, ვისაც ყველგანმავალი ჰყავდა უარი მითხრა, ვერ გარისკეს.ჰოოდა მეც ავდექი და ვიყიდე ჩემი ოცნების ავტომობილი Lada Niva."

image

მარტინ ზანდიკი:"2015 წელს რუსეთში ვიყავი ჩასული დასასვენებლად, ერთხელ სათევზაოდ წავედით "ნივით", მაშინვე მიხვდი, რომ სწორედ ასეთი მანქანა მჭირდებოდა"
"ეს ავტომობილი შესანიშნავად გამოიყურება, ამასთანავე არის სადა და დაუჯერებელი გამავლობა აქვს.Lada-ით სიარული ესაა ნამდვილი ემოცია, ვერავითარი Dacia ვერ შეედრება მას"-დასძინა ზანდიკმა.

image

იანოშ ფლოეკი:"ექვსი ავტომობილი მყავს, მაგრამ "ლადით", რომელიც შარშან ვიყიდე ყველაზე ხშირად დავდივარ.ეს ავტომობილი მიგიყვანს სადაც გინდა, თან არ არის პრეტენზიული, ის იძლევა თვითკმაყოფილების და თავისუფლების შეგრძნებას და დამიჯერეთ ეს უფრო აუცილებელია, ვიდრე პროგრესი და იდეალებისკენ სწრაფვა..დიახ, ეს ავტომობილი არის ფანატებისთვის და ენთუზიასტებისთვის, ამასთანავე ძვირიც არა ღირს."

image

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში გახსნილია ლადას ფან კლუბებიც, როგორებიცაა Lada Deutschland ან Lada Niva IG-ი, რომლებიც რეგულარულად აწყობენ შეხვედრებს, რომ "დააბრზიალონ" ავტოვაზის ნაწარმი.

image

იენს მაიერსი(ჟურნალისტი)-"შესაძლოა გარეგნულად რომ შევხედავთ ვერ ვიტყვით, რომ Lada 4x4-ით კომფორტულად ივლის მაღალი სავალი ნაწილის გამო.
მიუხედავად იმისა, რომ გამაძლიერებელი არ არის იდეალური, საჭე საკმაოდ მსუბუქია, ამასთანავე მძღოლის ადგილიდან შესანიშნავი ხილვადობაა ყველა მხარეს, ამასთანავე "ნივას" მობრუნებისთვის მცირე რადიუსი სჭირდება, რაც შესანიშნავ ავტომობილად აქცევს ქალაქში მოძრაობისთვის, მაგრამ რეალური ძლიერი მხარე ამ მანქანის არის უგზოობა, სადაც Lada 4x4-ს შეუძლია გაიკვალოს გზა პრაქტიკულად ყველგან..."

ბოლოს მაიერსმა დასძინა, რომ "ნივის" ალტერნატივა შეიძლება იყოს Mercedes-Benz G-კლასი, თუ არ შევხედავთ "ფასს".

რადგან ფასზე მიდგა საქმე ბარემ ამასაც გაგაცნობთ:ახალი Lada Granta 7010 ევრო ღირს, Lada Kalina-7210, ხოლო Lada-Niva 4x4 გერმანელებს 10 490 ევრო უჯდებათ.როგორც თვითონ გერმანელებმა აღნიშნეს მანქანის შენახვაც ძვირი არ ჯდება, პირიქით საკმაოდ იაფი, წელიწადში 150 -იდან 400 ევრომდე.

image
წყარო

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.