საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა
ფიფას ახალი რეიტინგის თანახმად, რომელიც ყოველი თვის 22 რიცხვში ქვეყნდება, საქართველოს ნაკრებმა ერთი საფეხურით წინ წაიწია.
ჩვენი ქვეყნის უმთავრეს საფეხბურთო გუნდს ამჟამად 280.94 ქულა აქვს და რეიტინგში 118 ადგილს იკავებს.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქეების რეიტინგს , მათ შორის უმაღლეს საფეხურს (რეიტინგში 12) უელსი იკავებს. 23-ე ადგილს იკავებს ირლანდიის ნაკრები, ავსტრია 31-ე, სერბეთი 44-ე, ხოლო მოლდოვა 2 საფეხურით დაქვეითდა და ამჟამად 164-ე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრები, მომავალ მატჩს,დუბაიში, უზბეკეთის (რეიტინგში 62-ე) ნაკრების წინააღმდეგ, 23 იანვარს გამართავს.

qomagebi.ge

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.