მსოფლიოში „გამომძალველი ვირუსის“ მასირებული შეტევა მიმდინარეობს


ევროპისა და აზიის მრავალი ორგანიზაცია მასშტაბური კიბერშეტევის სამიზნე გახდა. თავდასხმისთვის აქამდე უცნობი ვირუსული პროგრამაა გამოყენებული, რომელიც Reuters-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა ამერიკული ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს მოპარეს. სავარაუდოდ ჰაკერული თავდასხმების უკან ჰაკერების ჯგუფი The Shadow Brokers დგას.
ორგანიზაცია MalwareHunterTeam-ის კიბერუსაფრთხოების ექსპერტების ინფორმაციით, ვირუსული შეტევისგან ყველაზე მეტად რუსეთის და ტაივანის ტერიტორიაზე არსებული სერვერები დაზიანდა. ჯამში ვირუსი 74 ქვეყანაში გავრცელდა და ის რამდენიმე ათეულ ათას კომპიუტერს შეეხო. 
განსაკუთრებით დიდი ზიანი გამოიწვია ჰაკერულმა თავდასხმამ დიდი ბრიტანეთში სადაც 16 საავადმყოფო პრაქტიკულად მწყობრიდან გამოვიდა. 
სპეციალისტების თქმით, ვირუსი საშინელი სისწრაფით ვრცელდება. პროგრამა კომპიუტერებს ბლოკავს და შემდეგ ბლოკის მოხსნისთვის ბიტკოინების გადახდას ითხოვს.

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.