კვირა, ივნისი 1 2025

პოლიტიკა გიორგი მარგველაშვილი: შესაძლებელია დადგა დრო, ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა


საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შესაძლებელია დადგა დრო, რომ ჩავუღრმავდეთ პრეზიდენტის ვეტოს და საქართველოს უკეთესი კანონმდებლობა მივცეთ.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა  მას შემდეგ  განაცხადა, რაც საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტს ვეტო დაადო.
„მინდა მივმართო საპარლამენტო უმრავლესობას, საკონსტიტუციო უმრავლეობას, რადგან მე არაერთხელ გავიგე განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს ვეტოც დაიძლევა. პატივცემულო ბატონებო, მე ვიცი, რომ თქვენ გაგაჩნიათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამის თაობაზე ინფორმირებულია მთლიანად ქართული საზოგადოება. ყველამ იცის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამ ვეტოს წერის პროცესში, ვიდრე კანონპრროექტი იქნებოდა მიღებული, ჩვენ ვაწარმოებდით კონსულტაციებს როგორც არასამთავრობო სექტორთან, ასევე პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე ამ სფეროში ჩართულ კომპანიებთან. ვეტოს წერის პროცესშიც მოგიწოდებდით, რომ ჩვენთან გქონოდათ კონსულტაციები, შესაბამისად, ჩვენ გვჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია ამ ვეტოს დაძლევა, მაგრამ შესაძლებელია, ახლა დადგა დრო, რომ ჩვენ ყველამ დავიჯეროთ იმისა, რომ ვეტო დაძლევადია და დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ უკეთესი კანონები შევქმნათ იმ ფონზე, როდესაც ყველას გვესმის, რომ ვეტო დაძლევადია, მაგრამ შესაძლებელია დრო დადგა ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს, ჩვენს შენიშვნებს და ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად, საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.