კვირა, მაისი 4 2025

გიორგი მარგველაშვილი ვეტოს მიზეზებს განმარტავს: გამოიკვეთა ძირითადში ორი ხარვეზი…


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ე.წ. ფარული მოსმენების კანონზე ვეტოს დადების მიზეზებს განმარტავს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კანონში ბევრი ხარვეზია, თუმცა ძირითადად ორი ხარვეზი გამოიკვეთა. მისი თქმით, არ არის სააგენტოს დამოუკიდებლობა შენარჩუნებული და კანონში არაპროგნოზირებადი ხარჯებია.
„მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ საქართველოს პარლამენტს ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტების პაკეტს. პაკეტში არის რიგი საკამათო საკითხებისა, თუმცა კონსულტაციების შედეგად და ჩვენი მუშაობის შედეგად, გამოიკვეთა ძირითადში ორი ხარვეზი: პირველი, ეს არის სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე; მეორე ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებს აკისრებს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.