რუსული სანომრე ნიშნიან ავტომობილებს, დიდი ალბათობით, ბოლნისის გავლით სომხეთში სამხედრო ტექნიკა გადააქვს – “ნაციონალური მოძრაობა”
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელ ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნით ავტომობილები გადაადგილდება, რომელსაც დიდი ალბათობითსამხედრო ტექნიკა გადააქვს.
”ამ წუთებში, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილები გადაადგილდება, რომლებსაც შეფუთული და უცხო თვალისთვის შენიღბული ტვირთი გადააქვთ.ვიზუალური დაკვირვებით და დიდი ალბათობით, ეს არის მძიმე მუხლუხოიანი ტექნიკა. სავარაუდოდ,სამხედრო დანიშნულების. ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალა ზუსტად ერთი წუთისწინადგილიდან მივიღეთ. პირველ რიგში, გვინდა მივმართოთ პრეზიდენტს და ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიკვლიონ, თუ რადანიშნულებისაა ეს ტვირთი. ჩვენი რამდენიმე მეგობარი, რომელიც ამ წუთებში იქ იმყოფება, გვეუბნება,რომ ეს უდიდესი ალბათობით, არის სამხედრო ტექნიკა. ხვალ არის უშიშროების საბჭოს სხდომა დავფიქრობთ, აუცილებელია ამ საკითხის დაყენება. ტვირთი სავარაუდოდ, სომხეთის საზღვრისკენ გადაადგილდება”,- აცხადებს ნუგზარ წიკლაური.
Комментариев нет: