"და რა მერე?“- ეკა ბესელიას პასუხი საქართველოდან სომხეთში იარაღის კონტრაბანდაზე


  • სომხეთის უშიშროების სამსახურის განცხადებით, საგამოძიებო სამსახურებმა ქვეყანაში იარაღის კონტრაბანდის შეტანის ფაქტი აღკვეთეს და ამასთან დაკავშირებით დაკავებულია 3 პირი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სომხეთის მხარის განცხადებით საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გადატანა სომხეთის ტერიტორიაზე საქართველოდან მოხდა. ამ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის გაჟღერებულ მორიგ არასერიოზულ თემას უწოდებს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, მან ჟურნალისტებთან ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვა:
    „რამდენ არასერიოზულ რამეს იტყვიან ჩვენი ოპონენტები ნაციონალური მოძრაობიდან, ყველაფერზე ნუ მაპასუხებინებთ ძალიან გთხოვთ ეს არის არასერიოზული კითხვა.“- განაცხადა ეკა ბესელიამ.
    ჟურნალისტის დაზუსტების შემდეგ, რომ ეს არა ენმ-ს არამედ სომხეთის საგამოძიებო ორგანოების გავრცელებული ინფორმაცია იყო, ეკა ბესელიამ უპასუხა: „და რა მერე?“
  • Комментариев нет:

    Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.