ჩინეთში ძაღლმა გალიიდან გაქცევამდე სხვა ძაღლებიც გაათავისუფლა


ჩინეთის პროვინცია შანსუს ვეტერინარულ კლინიკაში, ციმბირული ჰასკის ჯიშის ძაღლმა თავისი გალია გატეხა, მაგრამ სანამ გაიქცეოდა, სხვა ძაღლებიც გაათავისუფლა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mirror-ი იტყობინება.
როგორც სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, ჰასკიმ შეძლო გალიის საკეტის მოხსნა, მაგრამ ოთახის დატოვება კოდირებული კარების გამო ვერ მოახერხა. ამის შემდეგ, გვერდზე გასწია კატების გალია და გაითავისუფლა გზა სხვა ძაღლებისკენ. 
„აქ უკვე 7 წელია ვმუშაობ, მაგრამ არასდროს მსგავსი არ მომხდარა“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
ცხოველებმა შენობიდან გაქცევა მაინც ვერ მოახერხეს, "დამნაშავე" ჰასკი კი უფრო სქელ გალიაში გადაიყვანეს.

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.