ტურისტულ სეზონს ქობულეთი განახლებული სანაპირო ზოლით შეხვდება

ქობულეთის სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოები









საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქობულეთში, თამარ მეფის ქუჩაზე, სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრ სამუშაოებს ახორციელებს. ზაფხულში, ტურისტებს, დამსვენებლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ განახლებული, დაცული სანაპირო ზოლით ისარგებლონ. სამუშაოების საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს
პლაჟწარმომქნელი მასალის მკვეთრი დეფიციტის გამო სანაპირო ზოლი არასტაბილური მდგომარეობით გამოირჩევა. მისი პარამეტრები ვერ უზრუნველყოფს შტორმული ტალღების ჩახშობას, რაც იქ არსებულ საფეხურებიან ნაპირდამცავ კედელს აზიანებს. განსაკუთრებული ზიანი მას 2014–2015 წლებში მიადგა. 
სანაპირო ზოლის დასაცავად და არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გაიზრდება სანაპირო ზოლის პარამეტრები. ავარიულ უბანზე 195 000 მ3 მოცულობის პლაჟშემქნელი მასალა შევა. 
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 271 087 ლარია. პროექტი 14 თებერვალს დაიწყო და აპრილის ბოლოსთვის დასრულდება. სამუშაოებზე კი 50 ადამიანია დასაქმებული.

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.