ხუთშაბათი, აგვისტო 14 2025

მიუნხენში BMW M8-ს მწვანე აუნთეს!

მიუნხენში BMW M8-ს მწვანე აუნთეს!
16.03.2017
არაოფიციალური ინფორმაციით, BMW-მ მოდელ M8-ს წარმოებას მწვანე შუქი აუნთო. უფრო მეტიც , როგორც „M8 ბლოგი“ იტყობინება, გერმანულ კომპანიასთან დაკავშირებული რამდენიმე წყაროს ცნობით, ახალი პროექტი, M8-ს სამი ძარით (კუპე, კაბრიოლეტი და გრან კუპე) გამოშვებას ითვალისწინებს. სამივე მე-8 სერიის ოჯახის უმაღლეს საფეხურს დაიკავებს.

Auto Bild
შენიშვნა: ფოტოებზე - 2013 BMW Pininfarina Gran Lusso Concept

მერვე სერია კი თავის მხრივ, მეექვსე სერიას შეცვლის. სამეულიდან ბაზარზე პირველი ორკარიანი კუპე გამოვა, რომლის პრემიერაც 2019 წელსაა მოსალოდნელი. ერთი წლის შემდეგ კი მას კაბრიოლეტი და კუპეს ტიპის სედანი (გრან კუპე) მოჰყვება.

ბავარიული კომპანია მე-8 სერიის სახელით კუპეს 1989-1999 წლებში აწარმოებდა, M8 მარკით კი ავტომობილი ჯერ არ გამოუშვია. მართალია, კონცეპტუალური M8 შემუშავებული ჰქონდა (რომელიცV12 ძრავით აღიჭურვა), თუმცა ამ ავტომობილმა კონვეიერამდე ვერ მიაღწია.

Auto Bild

სერიული M8-ს ყველა ვერსიის კაპოტქვეშ, წყვილტურბოიანი 4.0-ლიტრიანი V8 ძრავი განლაგდება, რომლის სიმძლავრე 600 ცხენის ძალაზე მეტი იქნება. ამ ავტომობილით BMW კონკურენციას „მერსედეს-AMG-ს“ მოდელებს, S63-ს და S65-ს გაუწევს.
წყარო

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.