საქართველოს საზღვრიდან 150 კმ-ში, თურქეთის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, 6 კაციანი ჯგუფის ინიციატივით, რომელთაგან 2 უცხოელი მოქალაქეა გათხრები მიმდინარეობს. არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საგანძურია დამალული. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. გათხრების დასაწყები ნებართვის აღების შემდეგ ადგილზე 12 მეტრის სიღრმის გვირაბი უნდა ამოითხაროს, 15 მარტს უკვე მოხდა 7 მეტრის სიღრმეზე გათხრა. მკვვლევარები ვარაუდობენ რომ საგანძურში 3 ტონამდე ოქროა, თუმცა რა დასკვნების საფუძველზე ეძებენ აღნიშნულ ტერიტორიაზე ოქროს, ამის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Комментариев нет: