ოთხშაბათი, აპრილი 30 2025

პატრონს iPhone-ი ხელებში აუფეთქდა. ვიდეო

ავსტრალიის ქალაქ კვინსლენდის ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ iPhone 6 Plus-ის აფეთქება დააფიქსირა. ვიდეოს ავრცელებს გამოცემა 9news-ი.
მედიის ცნობით, კაცი აკუმულატორის გაუმართავ მუშაობაზე ჩიოდა და ასევე სურდა სმარტფონისთვის ეკრანი გამოეცვალა. გამყიდველის მტკიცებით, აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც მფლობელმა ეკრანს დააჭირა.
 „ყველამ უნდა გამოიტანოს აქედან დასკვნა. ღმერთმა უწყის რა მოხდებოდა, მსგავსი რამ, რომ მას გზაში დამართნოდა“ - ამბობს მაღაზიის თანამშრომელი.
თებერვლის ბოლოს ინტერნეტში გამოჩნდა iPhone 7 Plus-ის წვის ვიდეოც. 18 წლის ბრიანა ოლივასის თქმით, მისი სმარტფონი მობილურების მაღაზიაში შემოწმების შემდეგ აფეთქდა

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.