უკრაინის ნაციონალურმა არხმა შესაძლოა ფეხბურთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლირებაზე უარი თქვას
უკრაინის ნაციონალური ტელერადიო კომპანიის ხელმძღვანელმა ზურაბ ალასანიამ განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ფეხბურთის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების ტრანსლირება ქვეყნის საზოგადოებრივ არხზე არ მოხდეს. ალასანია თქმით, ის მზადაა ამის გამო თანამდებობაც კი დატოვოს."იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის ეროვნული ნაკრები რუსეთის 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, ჩვენ არ მოვახდენთ მატჩების ტრანსლირებას," - განაცხადა უკრაინის ნაციონალური არხის ხელმძღვანელმა.
ალასანია ამბობს, რომ რუსეთმა, რომელიც მის ქვეყანასთან ახლა საომარ მდგომარეობაშია, თავის დროზე არასამართლიანად მოიპოვა მუნდიალის მასპინძლობის უფლება და ის უსამართლობას პროტესტს ამ გზით უცხადებს. უკრაინის ეროვნული ნაკრები ამ ეტაპზე მსოფლიოს ჩემპიონატის მეცხრე შესარჩევ ჯგუფში 8 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და პირველ ადგილზე მყოფ ხორვატიას ხუთი ქულით ჩამორჩება. 2018 წლის საფეხბურთო მუნდიალს რუსეთი 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს.
Комментариев нет: