მცხეთაში 21 კერძო სახლი დაანგრიეს, 100-მდე ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა


დღეს დილით მცხეთაში 21 კერძო სახლი დაანგრიეს. სახლები, რომლებშიც მოსახლეობა წლებია ცხოვრობს, მიწასთან არის გაწორებული. მოსახლეობა შიმშილობას იწყებს.
100-მდე ადამიანი ღია ცის ქვეშ დარჩა, გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეკონომიკის სამინისტროს ბრძანების საფუძველზე მიიღო.
მთავრობაში აცხადბენ, რომ მშენებლობები უკანონო იყო, ტერიტორიის ნაწილი კერძოა, ნაწილი კი სახელმწიფოს ეკუთვნის. ამასთან ერთად ირღვეოდა იუნესკოს მოთხოვნებიც. გარდა ამისა, არცერთ მეპატრონეს მიწის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს.

ვიდეო დამკვრელი
00:01
04:01








Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.