” არანორმალურია, როდესაც თქვენი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანას საკვების 70-80 პროცენტი იმპორტით შემოაქვს”


შვეიცარიის ელჩი საქართველოში ლუკას ბეგლინგერი გადაცემა “პანორამაში” საქართველოს სოფლის მეურნებაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.
“მინდა გულახდილად გითხრათ – როდესაც თქვენი ბუნებრივი პირობების მქონე ქვეყანას საკვების 70-80 პროცენტი იმპორტით შემოაქვს, ეს არამარტო არასწორი, არამედ არანორმალურია” -აცხადებს შვეიცარიის ელჩი.
ის ამბობს, რომ წლებია შვეიცარია ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზვრუნავს რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან მოსახლეობის 50% ჯერ კიდევ აგრარულ სექტორშია დასაქმებული. ამავე დროს სოფლის მეურნებოა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 9%-ს შეადგენს,  რაც მისი შეფასებით, უზარმაზარი ნაპრალია და უნდა ამოივსოს.
წყარო

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.