SpaceX მარსისკენ ორ ხომალდს გაგზავნის

ამერიკული კომპანია SpaceX 2020 წელს მარსისკენ ორ ხომალდს - Red Dragon-ს გაგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ars Technica ავრცელებს. 
პირველი Red Dragon-ის მისია მარსზე დაშვება იქნება, რომელიც შესაძლოა წარუმატებლად დასრულდეს, ამიტომაც თავდაცვისთვის შენდება მეორე ხოლმალდიც. 
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით SpaceX-ს ციურ სხეულებზე აპარატის დაშვების გამოცდილება არ ქონია. 
2016 წლის აპრილში, კომპანია SpaceX-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 2018 წელს მარსზე პირველ კოსმოსურ ხომალდს დასვამდა, თუმცა ეს რეისი 2020 წლამდე გადაიდო.

Комментариев нет:

Автор изображений для темы: nicolas_. Технологии Blogger.